суббота, 15 ноября 2014 г.

მირანდა აბესაძის პროექტის პორტფოლიო

მეცხრე დღის რეფლექსია

დასრულდა ტრენინგის ბოლო დღეც. პროფესიულად გაზრდილი , ახალი უნარებით დატვირთული მივაშურებთ სკოლებს და  ამ  ყველაფრის გამოყენება ჩვენზე  იქნება დამოკიდებული . წარმატებები ყველას და მადლობა ჩვენს გულისხმიერ ტრენერს!

воскресенье, 9 ноября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

   დღევანდელი დღე დავიწყეთ პროცედურების აღწერაზე მუშაობით. გავეცანით თანამშრომლობითი სწავლების ჩემთვის უცხო სტრატეგიას - ჯოგსეის მეთოდს. არაჩვეულებრივი მეთოდია, ჩემი აზრით, როცა მოსწავლეებს დიდი მოცულობის ინფორმაციის მოძიება და ათვისება უწევთ.
   ტრენინგდღის მსვლელობისას ერთად განვიხილეთ  საკითხების უმრავლესობა. ვერ ვიტყოდი,რომ რაიმე  სირთულეს წავაწყდი. საინტერესო სიახლეები და რესურსებიც არ გველევა ჩვენი გულისხმიერი ტრენერის დახმარებით.მიმზიდველი ჩანს ციფრული რესურსების პორტალი,რომლის გაცნობაც ბატონმა გიორგიმ გვირჩია. მოკლედ,სასიამოვნო გარემოში გვიწევს გარჯა  :).
ამ ტრენინგმა დამარწმუნა,რომ პროექტზე მუშაობა იმაზე გაცილებით საინტერესო და შრომატევადი ყოფილა,მე რომ ვფიქრობდი.:)

суббота, 8 ноября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

  დღეს ჩვენ  მიმოვიხილავდით ,თუ რა საბაზისო უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდნენ მოსწავლეები პროექტზე მუშაობის დაწყების წინ.  საინტერესო  იყო პროცედურების აღწერაზე მუშაობა. პროვოცირების გზებზე საუბრისას ერთმანეთის პრაქტიკულ გამოცდილებასაც გავეცანით.  იმედია, როცა რეალურად დავაპირებ პროექტის  განხორციელებას, ყველაფერს სათანადოდ გამოვიყენებ და ტრენინგებზე მიღებული ცოდნის რეალიზებას შევძლებ.

воскресенье, 2 ноября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე მუშაობას მოვრჩით. როგორც იქნა , ვისწავლე წონისა და უმაღლესი ქულის გათვალისწინებით მოსწავლის ნაშრომის შეფასება.
მოსწავლის ნამუშევრის შაბლონიც შევადგინეთ და სანახევროდ დავამუშავეთ პრეზენტაცია.  სასურველი ფორმისა და შინაარსის მისაღებად თავი არ უნდა დავზოგოთ.
 მგონი, დღევანდელ დღეს უფრო მეტი შევძელი, ვიდრე წინა დღეებში,თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ  მათემატიკურ უზუსტობას,რომელმაც კინაღამ არაობიექტურ შემფასებლად მაქცია:) :).

суббота, 1 ноября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

შეფასების დროის ჩარჩოზე მუშაობა ტრენინგის საინტერესო მონაკვეთი იყო. ვიმედოვნებ, გავაუმჯობესებ დღეს შეძენილ უნარებს,თუ შინ კიდევ ერთხელ გავეცნობი ტრენერის მიერ მოწოდებულ ყველა რესურსს და არ დაველოდები კვირის ბოლოს,როცა ბევრი რამ უკვე დავიწყებულიმაქვს.

воскресенье, 26 октября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის დღევანდელი დღე საინტერესო იყო. ვისაუბრეთ საკვანძო კითხვების აუცილებლობაზე. ვთვლი, რომ  კითხვები მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის გასაღვივებლად. გავეცანით საკვანძო კითხვების ნიმუშებს გზამკვლევში,შევიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩვენი პროექტისათვის. გმადლობთ სწავლებისათვის, ბატონო გიორგი ! :)