воскресенье, 26 октября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის დღევანდელი დღე საინტერესო იყო. ვისაუბრეთ საკვანძო კითხვების აუცილებლობაზე. ვთვლი, რომ  კითხვები მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის გასაღვივებლად. გავეცანით საკვანძო კითხვების ნიმუშებს გზამკვლევში,შევიმუშავეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩვენი პროექტისათვის. გმადლობთ სწავლებისათვის, ბატონო გიორგი ! :)

суббота, 25 октября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. ერთმანეთს გავუზიარეთ ბროშურის ნიმუშები, საინტერესო იყო ჩვენ მიერ შერჩეულ საპროექტო თემებზე  მსჯელობა, ტრენერის მიერ მოწოდებული რჩევები,რეკომენდაციები. ეს დღეც ჩვენი IT-უნარების დამხვეწი და ხელშემწყობი გამოდგა, მომავალში,ალბათ,უფრო გაბედულად გადავდგამთ ყოველ ნაბიჯს პროფესიული განვითარებისა და აღმავლობის გზაზე.:)
 უღრმესი მადლობა ჩვენს გულისხმიერ ტრენერს,ბატონ გიორგის!

пятница, 24 октября 2014 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

  ტრენინგის პირველი მოდული საინტერესო იყო, რადგან შესაძლებლობა მოგვეცა, გავცნობოდით intel-ის საბაზისო კურსის გზამკვლევს,ონლაინ სახელმძღვანელოს. ეს ,თავისთავად ცხადია,  ხელს შეგვიწყობს,დავგეგმოთ და განვახორციელოთ პროექტებით სწავლება.  ხელმისაწვდომი და საინტერესო რესურსები ჩვენს განკარგულებაშია.
    კიდევ უფრო დავრწმუნდით,რომ გაცილებით მნიშვნელოვანია,ბავშვს შეძენილი ცოდნის  ტრანსფერში დაეხმარო, რის საშუალებასაც ავთენტური დავალებები იძლევა.
  საინტერესო იყო რუბრიკის შეფასების სქემაზე მუშაობა, სასწავლო პროექტის დამხმარე რესურსების,კერძოდ,ბროშურის შექმნა.
  მაშ ასე,ველოდებით მომდევნო მოდულებს სასიამოვნო შეგრძნებებითა და  სიახლეების დაუფლების სურვილით.